Logo
ბესიკ იაშვილი

ბესიკ იაშვილი

ესთეტიკური პლასტიკის ცენტრის ხელმძღვანელი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, კლინიკის ერთ ერთი დამფუძნებელი და პლასტიკოსი ქირურგი, ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი. იგი არის საქართველოს პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი.

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიის სამკურნალო ფაკულტეტი, იყო რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი და სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე, გრ. რუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი, მეცნიერ–თანამშრომელი.

1970-84 წელს იყო დამწვრობის განყოფილების გამგე, 1984 წლიდან დამწვრობის ცენტრის დირექტორი. იგი არის შ.პ.ს პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის სამედიცინო ინსტიტუტის დამაარსებელი. იმავე წლიდან მუშაობდა თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში – ქირურგად. 1997 წლიდან მუშაობს პლასტიკური ქირურგიის იაშვილი–ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ცენტრის ხელმძღვანელად.

დაჯილდოვებულია – საპატიო ნიშნის, ოქტომბრის რევოლუციის, ღირსების ორდენით, რაციონალიზატორ–გამომგონებლის “ბრინჯაოს” მედლით.

სტაჟირება

პლასტიკურ ქირურგიაში - კალიფორნია (აშშ) “Santa Clara Valley Medical Center” SABIT;

სისტემატურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.