Logo
ლაშა იაშვილი

ლაშა იაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. იმავე წელს მან მიიღო ზოგადი პედიატრიის სალიცენზიო მოწმობა.

1992 წელს მან დაასრულა წინა-საკვალიფიკაციიო კურსი „ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში“ და მიენიჭა დოქტორის ხარისხი „რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია“. 2001 წელს მან მიიღო ანესთეზიოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატი. 2002 წელს მიენიჭა „რეანიმატოლოგისა და ინტენსიური თერაპიისა“ სახელმწიფო სერტიფიკატი. 2010 წელს მას მიენიჭა უფლება დამოუკიდებელი საექიმო სპეციალიზაციისა „ბავშვთა ანესთეზიოლოგია - ინტენსიური თერაპიაში“. 2011 წელს მიენიჭა უფლება დამოუკიდებელი საექიმო სპეციალიზაციისა „ბავშვთა ინტენსიური თერაპიის მედიცინაში“.

1987-1988 წლებში მუშაობდა თერმიული დამწვრობების და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში მედ-პერსონალად. 1991-1992 წლებში გაიარა სტაჟირება პედიატრიაში თბილისის მე-2 ბავშვთა საავადმყოფოში. 1992 წლიდან დღემდე იგი მუშაობს თერმულ დამწვრობათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგია და რეანიმაციის დეპარტამენტში - მთავარ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგად. 1996 წლიდან გახლავთ იაშვილი-ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი ექიმ-ანესთეზიოლოგის პოზიციაზე. 2003 წლიდან დამატებით მუშაობს „აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“ ექიმ-ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.

კონფერენციები და ტრენინგები

კალიფორნია (აშშ) 1994-1995 „სანტა კლარა ვალეის სამედიცინო ცენტრი“-ის SABIT პროგრამის ("Santa Clara Valley Medical Center" SABIT Program) 6 თვიანი პლასტიკური ქირურგიის ტრენინგი;

1994 წელს ანესთეზიოლოგების ყოველწლიური კონფერენცია, სან-ფრანცისკო;

2000 წელს ავსტრალიაში „ზალცბურგ კორნელის სემინარი“ ("Salzburg Cornell Seminar") ანესთეზიოლოგიაში;

2008 წელს ვენა-ავსტრია-pitzing ჰოსპიტალი, ანესთეზიოლოგიურ-ინტენსიური თერაპიის სტაჟირება;

2012, სტამბული, თურქეთი - „დამწვრობა დაზიანების საერთაშორისო ორგანიზაცია“ კონფერენცია;

2012, პარიზი, საფრანგეთი - ანესთეზიოლოგების ევროპული კონგრესი „ESA“ ევრო ანესთეზია;

2012, ზალცბურგი, ავსტრია - „ააფ“ (ამერიკულ-ავსტრიული ფონდი), „ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის ტრენინგი“;

რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.