Logo
დარეჯან (დალი) ახვლედიანი

დარეჯან (დალი) ახვლედიანი

თერაპიული კოსმეტოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1982 წელს მუშაობდა სპორტის დისპენსერის პოლიკლინიკაში ექიმ-ლაბორანტის პოზიციაზე. 1985 წლიდან მუშაობდა თერმულ დაზიანებათა რეანიმაციულ განყოფილებაში და აღდგენითი რეკონსტრუქციული ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში ექიმ ლაბორანტად.

1994 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ექიმი კოსმეტოლოგის პოციზიაზე კიევში „Beauty Institute“-ში („სილამაზის ინსტიტუტში“) მას შემდეგ კი 1995 წლიდან მუშაობდა კოსმეტოლოგად და კოსმეტოლოგიის სასწავლო კურსის დირექტორად ცენტრ „Burda“-ში („ბურდა“).

1997 წლიდან მუშაობდა, როგორც კოსმეტოლოგი ესთეტიკურ ცენტრში „Visage“ („ვიზაჟი“).

1999 წლიდან არის თბილისის კოსმეტოლოგიის ტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის პლასტიკური ქირურგიის და დერმატოლოგიის ინსტიტუტში დერმატოლოგიური კოსმეტოლოგიის მოსამზადებელი კურსის პედაგოგად.

2002-2006 წლებში იგი იყო ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ცენტრი „Anti-AGE“-ის ხელმძღვანელი.

2006-2012 მუშაობდა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში.

2006-2009 წლებში მუშაობდა კოსმეტოლოგად პრაღაში კოსმეტიკურ სტუდიაში „Le-Lux“.

2009-2012 წლებში გახლდათ კოსმეტოლოგი თერაპიული კოსმეტოლოგიის ცენტრში „CTK“, პრაღაში.

2010-2012 წლებში იგი ხელმძღვანელობდა მეზოთერაპიის სისტემების ტრენინგებს პრაღაში. (ესპანეთის ტოსკანა, ფრანგული ფირმა Didier Race).

2012 წელს იგი გახლავთ წევრი ფრანგული სარედაქციო გუნდის ჟურნალის გამოცემის „Les Nouvelles Esthétiques“.

2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს კოსმეტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის ცენტრში.

კონფერენციები და ტრენინგები

1984 წელს მან დაასრულა ბიოქიმიკოსის სასწავლო კურსი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში და მიიღო ექიმ-ლაბორანტის კლინიკური ბიოქიმიკოსის ხარისხი.

1986 წელს მან დაასრულა ექიმი ლაბორანტის სასწავლო კურსი ბიოქიმიის სფეროში ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში მოსკოვში. 1994 წელს მან დაასრულა საექიმო კოსმეტოლოგიის სასწავლო კურსი სილამაზის ინსტიტუტში, კიევი.

2000-2002 წლებში გაიარა სასწავლო კურსები წამყვან კლინიკებში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში და გაიარა პრაქტიკული გამოცდილება ფილინგების და მეზოთერაპიული მედიკამენტების ოპერირების კუთხით.

2001-2002 წლებში გაიარა სასწავლო კურსი ამერიკულ სისტემაში Danne კანის მკურნალობასა და რეგენერაციასთან დაკავშირებით.

2002 წელს მან დაასრულა თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი მიკრო დერმობრაზილური გაწმენდა-გასუფთავებისა მოსკოვში.

2002 წელს გაიარა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი სახის და სხეულის აპარატული კოსმეტოლოგიისა.

2000-2012 იგი იყო მონაწილე საერთაშორისო კონგრესებისა რომლებიც გაიმართა რუსეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში (ჩეხეთი, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და საფრანგეთი).

რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონგრესებში.