Logo
ბიორევიტალიზაცია და ბიორეპარაცია

ბიორევიტალიზაცია და ბიორეპარაცია

ბიორევიტალიზაცია არის მეზოდერმისა და დერმის მსუბუქი სტიმულაცია. მეთოდის გამოყენებისას აუცილებელი პირობაა პრეპარატების კოქტეილში ჰიალურონის მჟავის შემცველობა.

პროცედურა ვიზუალურად მკვეთრად აახალგაზრდავებს პაციენტს. აღსანიშნავია, რომ ეფექტი მატულობს გარკვეული დროის განმავლობაში, რაც პირდაპირ კავშირშია ქსოვილის ფიზიოლოგიური სტრუქტურის აღდგენასთან.

ბიორევიტალიზაციისას კოქტეილში შემავალი პრეპარატები განაპირობებენ ფიბრობლასტების გააქტიიურებას, ანტიოქსიდანტების ინაქტივაციას, პროტეაზების ბლოკირებას, ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პროცედურის შემდეგ შეყვანილი პრეპარატი კანში რჩება 48-72 საათის განმავლობაში. კანი ხდება გლუვი და ჯანმრთელი.

პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობასა და ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციაზე.

ბიორეპარაცია არის ბიორეპარანტებით შესრულებური პროცედურა. ბიორეპარანტები კომპლექსური პრეპარატებია, რომელთა საფუძველს წარმოადგენს ჰიალურონის მჟავა, მაგრამ შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერებები, როგორიცაა პეპტიდები და ამინომჟავები. ასეთი მრავალფეროვანი კომპონენტებისა და მოლეკულის აგებულების თავისებურების გამო, პრეპარატების აღნიშნული ჯგუფი კანში რჩება 3 კვირის განმავლობაში, იქმნება აქტიური ნივთიერებების მარაგი და მიმდინარეობს ახალი კოლაგენის ბოჭკოების სინთეზი. ბიორეპარაციის თავისებურება განპირობებულია პეპტიდებით, რომლებიც ააქტიურებენ კანის ზრდის ფაქტორს. აქედან გამომდინარე შედეგი უფრო სტაბილური და ხანგრძლივია.

პრეპარატების აღნიშნული ჯგუფი გამოიყენება:

  • ასაკობრივი ცვლილებების;
  • ჰიპერპიგმენტაციის;
  • გამონაყრის შემდგომი პრობლემების;
  • სახის ოვალის კორექციის;
  • კანზე სხვა კოსმეტოლოგიური ცვლილებების დროს.

პროცედურების ინტენსივობა დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატების ჯგუფსა და თავისებურებაზე.

bioreparac2.png

biorevit1.jpg