Logo
რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას, სწორედ მის ფორმაზე და ზომაზეა დამოკიდებული სახის ძირითადი პროპორციები. ცხვირის პლასტიკური ოპერაციის წარმოებისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას როგორც ესთეტიკური მხარე ასევე მისი ფუნქციონალური მკურნალობა. ხშირად ცხვირის ძგიდე გამრუდებული ან ნიჟარებია ჰიპერტროფიული (გადიდებული). ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რაც პაციენტს დისკომფორტს უქმნის და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შენთხვევაში საჭიროა ესთეტიკურ პლასტიკასთან ერთად ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული პლასტიკის ჩატარებაც (სეპტოპლასტიკა) და ნიჟარების დაპარატავება. სამივე აღნიშნული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში ერთდროულად შეიძლება გაკეთდეს. ცხვირის ფორმის შეცვლა და გალამაზება მარტო კეხის მოხსნას არ გულისხმობს ამ დროს აუცილებელია სახის არსებული სიმეტრიების ინდივიდუალური გაანგარიშება და მის მიხედვით მოქმედება.

ცვირი სახის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს და მისი ფორმის შეცვლა სიმეტრიების ზუსტი დაცვა და შერჩევა ძირითადი და წამყვანი მომენტია. იგი ჰარმონიულად უნდა ჩაჯდეს სახის სხვა ნაწილებთან შეფარდებაში და არშეიძლება იყოს სტანდარტული ყველა სახისათვის, თუნდაც ძალიან ლამაზი ფორმის. სასურველია პაციენტს არ ემჩნეოდეს ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის კვალი. ცხვირი კი არუნდა მოერგოს ოპერაციას არამედ ოპერაციული ტექტნიკა უნდა მოერგოს ცხვირს. აღნიშნული მიდგომით ჩატარებული ოპერაცია ყოველთვის შედეგიანი იქნება. ამას ადასტურებს ჩვენს ცენტრში ჩატარებული საკმაოდ მრავალი წარმატერბული ოპერაცია. რინოპლასტიკის და სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:

  1. რინოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ აირს) ეს მიიღწევა ვენური სედაციით.
  2. ოპერაციის შემდომ პერიოდში, თუნდაც ძგიდეზე წარმოებული ნებისმიერი ჩარევისას, ნესტოებში არიდბა არც ტამპონი და არც სილიკონის მილი.
  3. სისხლდენას როგორც ოპერაციის დროს ასევე მის შემდგომ პერიოდშიადგილი არ აქვს.
  4. თაბაშირი იხსნება ოპერაციიდან 5-6 დღის შემდეგ და მისი დადება ძილის დროსაც კი აღარ არის საჭირო.
  5. ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები ქუთუთოებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაიწოვება 7-10 დღეში.
  6. 10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.

რინოპლასტიკის შემთხვევაში ასაკის ზედა ზღვარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქვედა ზღვარი კი უნდა იყოს 16 წელზე ზევით.

სეპტოპლასტიკა

პაციენტების უმრავლესობას ტრამვის მიღების შემდგომ ხშირ შემთხვევაში უვითარდებათ ძგიდის დეფორმაცია, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და პაციენტს დისკომფორტს უქმნის სუნთვაში და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შემთხვევაში საჭიროა ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარება (სეპტოპლასტიკა).

სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:

  1. სეპტოოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ აირს) ეს მიიღწევა ვენური სედაციით.
  2. ოპერაციის შემდომ პერიოდში, წარმოებული ნებისმიერი ჩარევისას, ნესტოებში არიდბა არც ტამპონი და არც სილიკონის მილი.
  3. სისხლდენას როგორც ოპერაციის დროს ასევე მის შემდგომ პერიოდში ადგილი არ აქვს.
  4. ოპერაციის დაახლოებითი ხანგრძლივობა 1,5-2 სააათია.
  5. ოპერაციის შემდგომი პლასტირი იხსნება ოპერაციის დღიდან 5-6 დღეში და შემდგომში აღარ გამოიყენება.
  6. 10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.
  7. ოპერაციის დამთავრების შემდეგ პაციენტი დაყოვნებული იქნება პოსტოპერაციულ პალატაში და გაიწერება სახლში 1-2 საათის შემდეგ.

სეპტოპლასტიკის შემთხვევაში ასაკის ზედა ზღვარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქვედა ზღვარი კი უნდა იყოს 16 წელზე ზევით.

ნიჟარების დესტრუქცია (ელექტროკოაგულაცია)

პაციენტების უმრავლესობას ხშირად ექმნება სუნთქვის პრობლემები, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ლორწოვანის ჰიპერტროფიით (ანუ ნიჟარების გადიდებით). ასეთი პროცესები პაციენტს უქმნის დისკომფორტს და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს ნიჟარების დესტრუქცია(ელქტროკოაგულაცია დაპარატავება).

ნიჟარების დესტრუქციის წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:

  1. ნიჟარების ელქტროკოაგულაცია ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ აირს) ეს მიიღწევა ვენური სედაციით.
  2. ნიჟარების ელექტროკოაგულაციის დროს, ნესტოებში არიდება არც ტამპონი და არც სილიკონის მილი.
  3. ოპერაციის დაახლოებითი ხანგრძლივობა 30-45 წუთია.
  4. 5-6 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.
  5. ოპერაციის დამთავრების შემდეგ პაციენტი დაყოვნებული იქნება პოსტოპერაციულ პალატაში და გაიწერება სახლში 1 საათის შემდეგ.

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image

Image Image