Logo
სახის პლასტიკა

სახის პლასტიკა

შუბლის წარბების და სახის აწევა (ლიფტინგი), ყელის დაჭიმვა (ტრადიციული მეთოდებით)

ასაკის მატებასთან ერთად, დუნდება სახის კანის კუნთები, კანი კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, სახე თანდათან ქვევით „ეშვება“. ადამიანი გამოიყურება დაღლილად, მოწყენილად. ადვილი შესამჩნევია ასაკი. ამ პრობლემის მოგვარება კი შეიძლება პლასტიკური ქირურგიის დახმარებით. შესაძლებელია გამოსწორდეს ასაკით გამოწვეული, განსაკუთრებით შესამჩნევი ნიშნები- გასწორდეს გარკვეული ნაოჭები, ნაწილობრივ „აიწიოს“ სახე.იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს, შეიძლება გაკეთდეს მთლიანად სახის და ყელის დაჭიმვის ოპერაცია, ე.წ. „ფეისლიფტი (სახის აწევა), ან გაკეთდეს ნაწილ-ნაწილ შუბლის, სახის ზედა, შუა დ ა ქვედა მესამედის და ყელის დაჭიმვა.

ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ გამოიყურება პაციენტი ოპერაციის წინ, რა მდგომარეობაშია მისი კანი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს - რაც ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე მოკლე განაკვეთის გაკეთებას, რომლის შემდეგ ნაწიბურების შემჩნევა ძნელია.

ოპერაცია ტარდება ვენური სედაციითა და ადგილობრივი გაუტკივარების კომბინირებით და მოცულობისგან დამოკიდებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 1, 5- დან 5 საათამდე. ოპერაციის შემდეგ სახე შეშუპებულია, აღინიშნება საისხლჩაქცევები, სრულ რეაბილიტაციას სჭირდება 1-1,5 თვე.

ოპერაციის შედეგი ნარჩუნდება 6-8 წლის განმავლობაში, რის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციის ცალკეული ეტაპის გამეორება, რაც გაცილებით ადვილია პაციენტისათვის.