Logo
ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა - გულისხმობს ზედმეტი კანის ან ჭარბი ცხიმის (ცხიმოვანი თიაქარი) მოცილებას ზედა და ქვედა ქუთუთოდან ქირურგიული ჩარევით. ბლეფაროპლასტიკის საშუალებით ხდება მოშვებული კანის ზედმეტობის მოხსნა ქუთოთოებიდან და ასევე ქვედა ქუთოთოებიდან ცხომოვანი თიაქარის მოცილება, რაც ადამიანს მატებს ასაკს და აძლევს გადაღლილ შესახედაობას.

გასათვალისწინებელია, რომ ბლეფაროპლასტიკა არ ასწორებს თვალის ირგვლივ ნაოჭებს (ე.წ. ბატის ფეხებს) და არ აუფერულებს თვალის ქვეშა სიმუქეს, ასევე არ წევს მაღლა დაშვებულ წარბებს, ამიტომ იმ პაციენტებს , რომლებსაც ხსენებული პრობლები აქვთ მოუწევს მოუწევთ სხვა სახის კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარებაც.

აღნიშნული ოპერაცია ჩვენს ცენტრში კეთდება ვენური სედაციით, რომელიც პაციენტებისათვის ძალზე კომფორტული და სხვა ანესთეზიებთან შედარებით ჯანმრთელობისათვის ყველაზე უსაფრთხო ანესთეზიად ითვლება. ოპერაციის ხანგრძლივობა 1,5-2 საათია. ოპერაციიდან 2-3 საათის შემდეგ ეწერება კლინიკიდან.

ბლეფაროპლასტიკის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება და აღინიშნება ქუთოთოების შეშუპებით, სისხლჩაქცევებით, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თვალღიაობაც, ეს ყველაფერი დაახლოებით 2 კვირაში ალაგდება და პაციენტუ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

Image Image