Logo
მეზოთერაპიის მეთოდით კანის ლიფტინგი

მეზოთერაპიის მეთოდით კანის ლიფტინგი

ასაკთან ერთად ადამიანის კანი კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივესა და ტონუსს, მცირდება ბიოქიმიური რეაქციის სიჩქარე და ბიოქიმიური კომპონენტების შემცველობა, უარესდება სისხლის მიკროცირკულაცია. გარდა ამისა ასაკთან ერთად მიმდინარეობს დერმისა და ეპიდერმისის ატროფია, ეპიდერმისის რქოვანა შრის შესქელება.

მეზოთერაპიის პრინციპით – „ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას“, ინტრადერმალური ინექციები კანის სტრუქტურისა რეგენერაციის საშუალებას იძლევა, ხოლო მეზოლიფტის დროს გამოყენებული პრეპარატები კანის ბიოლოგიური აქტივობის აღდგენის საშუალებაა.

პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე.

სრული კურსი მოიცავს:

  • 1 სეანსს 2 კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში.
  • თვეში ერთი პროცედურა 4-5 თვის განმავლობაში.
პროცედურების ჩატარების ხანგრძლივობა 6 თვეა, რის შემდეგაც მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა.

ჰიდროლიფტი არის ახალი შესაძლებლობა კოსმეტოლოგიური პრობლემების დროს, კერძოდ დეჰიდრატაციის დროს ხანგრძლივი ჰიდრორეზერვის შესაქმნელად. პრეპარატი განსაძღვრულია კანის ღრმა ჰიდრატაციისათვის, სიმკვრივის, ბიოლოგიური წონასწორობის და ელასტიურობის აღსაგენად.

პროცედურა რეკომენდირებულია ასევე ახალგაზრდა ასაკში, როცა პაციენტებში აღინიშნება ნაადრევი დაბერება,სტრიები, პრობლემური და ცხიმიანი კანი. მეთოდი გამოიყენება, როგორც სახის კანის, კისრის, ასევე ხელებისა და დეკოლტეს მიდამოში.

Image

Image