Logo
მეზოძაფებით სახის და სხეულის კანის ლიფტინგი

მეზოძაფებით სახის და სხეულის კანის ლიფტინგი

მეზოძაფები ანუ ტრედლიფტინგი (thread lifting) ნიშნავს ძაფებით ლიფტინგს, რაც ნიშნავს სახის და ტანის ქსოვილების დაჭიმვას სხვადასხვა რელიეფის მქონე ძაფების საშუალებით. მეზოძაფებით თერაპიის დროს ხდება კოლაგენის სინთეზის ენდოგენური რესურსების სტიმულაცია. ამ დროს იქმნება ფუძე კოლაგენის ფიქსაციის, რომელიც სინთეზირდება ფიქბრობლასტებისაგან. ამ დროს მიმდინარეობს კანის ქსოვილის შემკვრივება, საბოლოო შედეგად კი მიიღწევა კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და კანის დაჭიმვის ეფექტი, ე.ი. ფტოზის მკვეთრი შემცირება და რაც მნიშვნელოვანია ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება (ორი წლის განმავლობაში).

გამოყენებული ძაფები- ქირურგიული ძაფების იდენტურია, ხოლო შემადგენლობა არის სხვადასხვა. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება პოლიდიოქსანონის ძაფები, რომლებიც ხასიათდება მაღალი ბიოთავსებადობით. აპიროგენული და ბოლომდე ბიოთავსებადია (მაქსიმუმ 240 დღეში).

პირველადი ეფექტი 2 კვირაში შეიმჩნევა, ეფექტურობა არის მზარდი და სტაბილური 6 თვის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კოსმეტიკური პროცედურები ამ პროცედურასთან კომბინაციაში შეზღუდული არ არის , უკვე ორი კვირის შემდეგ შეიძლება მათი შესრულება. სასურველია იმ პერიოდში ლიფტინგი, რაც კანის დაჭიმვის ეფექტს აძლიერებს. პროცედურა არის კომფორტული და უმტკივნეულო, არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

Image