Logo
სახის კანის მეზოთერაპიული მკურნალობის მეთოდი PISTIR-5-ით

სახის კანის მეზოთერაპიული მკურნალობის მეთოდი PISTIR-5-ით

მეზოთერაპია არის პრობლემურ ზონაზე პრეპარატის მიკროდოზებით შეყვანის ტექნიკა მეზოდერმაში (სიღრმე).

პირველად ფრანგმა ექიმმა მიშელ პისტორმა გამოიყენა ინექცია თავის ცდებში 1952 წელს. მეთოდს მეზოთერაპია უწოდა და აღწერა, როგორც მინიმალური დოზის პერიოდული შეყვანა პრობლემურ ზონაში. ინექციის შეყვანის სიღრმე სახეზე 0.01-0.15მმ-მდეა, ხოლო სხეულზე სიღრმე 4-6მმ-მდეც იზრდება (ლოკალური ცხიმებისა და ცელულიტის დროს).

მეზოთერაპიის მეთოდი აღიარებულია 1987 წელს საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის მიერ და მას მერე ფართოდ გამოიყენება ესთეთიკური მედიცინის სფეროში ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა: მოდუნებული კანი, ნაოჭები, ჰიპერპიგმენტაცია, პოსტაკნე, ლოკალური ცხიმები, ცელულიტი, სტრიები, ნაწიბურები, გაფართოებული ზედაპირული კაპილარები და ა.შ. გარდა ამისა მეთოდი გამოიყენება თმის ცვენისა და თმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

მეზოთერაპია არ გამოიყენება მწვავე ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს, მაგალითად: ჰერპესის, მწვავე ფორმის აკნეს, გულსისხლძარღვთა პათოლოგიის, ნეფროპათიის ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლსა და თირკმელებში კენჭოვანი დაავადების დროს, ონკოლოგიური, ფსიქიკური დაავადებების, სისხლის შედედების დარღვევისა ან ანტიკოაგულანტების მიღებისას, კელოიდური და ჰიპერტროფიული ნაწიბურების, ალერგიული დაავადებებისა და კარდიოსტიმულატორის არსებობის დროს.

მეზოთერაპიული კურსი სახეზე მოიცავს სამ ეტაპს:

  1. კვირაში ერთხელ 5-7 პროცედურა;
  2. 14 დღეში ერთხელ 2 პროცედურა;
  3. თვეში ერთხელ 1 პროცედურა.
მეზოთერაპიული კურსი ტანზე შეადგენს ორ ეტაპს:
  1. კვირაში ერთხელ 7-10 პროცედურა;
  2. 14 დღეში ერთხელ 2 პროცედურა.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მეზოთერაპიულ პროცედურას ბოლო თაობის ინჟექტორის, PISTOR-5-ის, გამოყენებით. აღნიშნული ხელსაწყო პროცედურა მაქსიმალურად უმტკივნეულოსა და ატრამვულს ხდის, სიზუსტით განსაზღვრავს ინექციის სიღრმესა და დოზას, რაც პაციენტს უქმნის მაქსიმალურ კომფორტს.

Image

Image