Logo
DMK სისტემით სახის და სხეულის კანის მკურნალობა

DMK სისტემით სახის და სხეულის კანის მკურნალობა

გთავაზობთ კანის მკურნალობის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ მეთოდს – DMK სისტემით კანის მკურნალობასა და გაახალგაზრდავებას. აღნიშნული სისტემა შექმნა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, ექიმმა და ბიოქიმიკოსმა DANNE MONTAGUE–KING–მა. DANNE–ს მეთოდი 40 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ფართოდ გამოიყენება კანის პრობლემების სამკურნალოდ.

მეთოდს საფუძვლად უდევს ფერმენტები, აქედან გამომდინარე მკურნალობის ეს ფორმა ფერმენტოთერაპიის სახელითაა ცნობილი. მკურნალობის პროცესი გამომდინარეობს ფერმენტების თვისებიდან: ჰიდროლიზი და კანქვეშ ბიქიმიური პროცესების გააქტიურება.

DMK სისტემა ყოველი პროცედურისას 4 პრინციპს მოიცავს:

  1. პათოლოგიის მოხსნას;
  2. აღდგენას;
  3. მიღებული შედეგის გახანგრძლივებას;
  4. სტაბილიზაციას.

DANNE–ს მეთოდი რამდენიმე სახის ატრამვულ პილინგს იყენებს, ისეთებს როგორიცაა მჟავა, ტუტე და “თხევადი ლაზერი”. იგი საშუალებას იძლევა ვუმკურნალოთ კანის ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა აკნე და პოსტაკნე, პიგმენტაცია, ფერიმჭამელური გამონაყარი, ზედაპირული გაფართოვებული კაპილარები, როზაცეა, ლოკალური ცხიმები, მოდუნებული კანი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ DMK სისტემით მიღებული შედეგი სტაბილურია. კანის სტრუქტურის მკვეთრი გაუმჯობესება შესამჩნევი ხდება ყოველი პროცედურის შემდეგ და ხანგრძლივად ნარჩუნდება.

dmk1.jpg

dmk2.jpg