Logo
მკერდის აუგმენტაცია

მკერდის აუგმენტაცია

მკერდის აუგმენტაცია ცნობილია, როგორც მამოპლასტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კეთდება იმპლანტის საშუალებით და აძლევს პაციენტს საშუალებას ჰქონდეს სასურველი მკერდის ფორმა და ზომა რომელსაც ირჩევს ქირურგის კონსულტაციის დახმარებით. ეს პრობლემა ქალებს ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ დიდი წონის დაკლების, ფეხმძიმობის ან მკერდის განუვითარებლობის გამო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს მარტივად უმკლავდება მკერდის აუგმენტაციური მეთოდი, რაც აძლევს ქალის ფიგურას პროპორციულობას და ესთეტიკურ სილამაზეს რაც შემდგომში ქალებში ბადებს თვითდაჯერებულობისა და სიამაყის გრძნობას.

მკერდის აუგმენტაციის ოპერაცია ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში და ტარდება ზოგადი ანესთეზიით. მკედის სილიკონის იმპლანტები მრავალნაირია, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებთ თანამედროვე ტიპის მოდელებს, რომელიც სავსეა ელასტიური სილიკონის ჟელეთი, რაც აძლევს მას ბუნებრივ ანატომიურ ფორმას. ნებისმიერ შემთხვევაში, იმპლანტებისადმი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ისინი იყვნენ ორგანიზმისათვის მაქსიმალურად შეთავსებადი და ოპტიმალურად მიახლოებული ანატომიურ ფორმებთან. ოპერაციისათვის საჭირო განაკვეთი კეთდება შეუმჩნეველ ადგილას, დვრილის ირგვლივ,- მუქ და ღია ფერის კანის საზღვარზე, (არეოლას ირგვლივ) რათა ნაიარევი ჭრილობა შესამჩნები არ იყოს. უფრო დეტალურ ინფორმაციას, თქვენს სურვილებსა თუ შედეგებზე გაარკვევთ ექიმთან კონსულტირების დროს.

მკერდის აწევა, რეკონსტრუქცია

დროთა განმავლობაში ქალის მკერდი ხშირად იცვლის ფორმას და კარგავს ახალგაზრულ იერს, ვითარდება მკერდის დაშვება (ფტოზი). ასეთ შემთხვევაში ტარდება მასტოპექსიის ოპერაცია – კანის ზედმეტობის მოხსნა და დვრილის მაღალ პოზიციაზე დაფიქსირება.

ეს ოპერაცია არმოიცავს მკერდის ზომაში მომატებს, თუ თქვენ გაქვთ დაშვებული მკერდი და თან თვლით, რომ იგი პატარაა ზომაში და გსურთ უფრო დიდი მკერდის ზომა გკონდეთ, შესაძლებელია მასტოპექსიის ოპერაციასთან ერთად გაიკეთოდ აუგმენტაციაც რაც თქვენ მკერდს მისცემს სასრუველ ფორმასად და ზომას.

მასტოპექსიის ოპერაციის ხანგრძლივობა 2-3 საათია და მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით.

მკერდის დაპატარავება

მკერდის სიდიდემ შესაძლებელია ქალბატონებში გამოიწვიოს ჯანმრთელობისა და ემოციური პრობლემები. ასეთ შემთხვევაში მკერდის წონა ხშირად ქალბატონებს უქმნის დისკომფორტს და უზღუდავს მათ ცხოვრების აქტიური რიტმს.

ეს ოპერაცია ცნობილია, როგორც მკერდის დაპატარავების ოპერაცია – ცხიმისა და კანის ზედმეტობის მოხსნა საბოლოო პროცედურის შედეგად იღებს მკერდის დაპარატავებულ ფორმას, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ჯდება პაციენტის ტანის სხვა კონტურებთან მიმართებაში, რომელიც უხსნის პაციენტს მკერდის სიმძიმისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

მკერდის დაპატარავების ოპერაცია ხანგრძლივობა 2-3 საათია და მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით.

Image Image

Image Image