ჩვენ შესახებ

მთავარიჩვენ შესახებ


               "იაშვილი - ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი" დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ დღის სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით.

კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტის მოთხოვნას, მათ განწყობას, რომლის მიხედვით იგეგმება პრობლემის შემდგომი კორექტირება, ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე. ექიმთა ჯგუფი (აკადემიკოსი ბესიკ იაშვილი-პლასტიკოსი ქირურგი, პაატა ჯანაშია -პლასტიკოსი ქირურგი, ლაშა იაშვილი- ანესთეზიოლოგი) წარმატებით მუშაობს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კუთხით უკვე მრავალი წლის განმავლობაში. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს პრაქტიკული სწავლება კალიფორნიის სახელმწიფო სამედიცინო ცენტრ „სანტა-კლარა ვალე"-ში  , ასევე ვაშინგტონისა და მანტანვიუსის კერძო კლინიკებში , რაც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატებით.

              ჩვენი ექიმების ჯგუფი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიო კონგრესებში, რომლებიც ტარდება IPRAS-ის ეგიდით.

          2015 წელს ჩატარებულ „ქათული ბრენდის დღე“-ზე იაშვილი-ჯანაშიას კლინიკამ მიიღო დიპლომი ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“. ეს ჩვენი კლინიკისთვის მნიშვნელოვანი და საამაყო ჯილდოა.

იაშვილი - ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიულ ცენტრში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი სახის ოპერაციები წინასწარი კომპიუტერული მოდელირებით:

          1. რინოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა, ნიჟარების დესტრუქცია, ორიგინალური მეთოდით, ტამპონადის გარეშე;

          2. სახის ლიფტინგი;

          3. ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოს პლასტიკა);

          4. თვალის ფორმის შეცვლა;

          5. ყურის ნიჟარის პლასტიკა;

          6. მკერდის გადიდება-დაპატარავება, რეკონსტრუქცია, კორექცია;

          7. აბდომინოპლასტიკა(მუცლის სრული ან ნაწილობრივი დაჭიმვა) და სხვა.


        თერაპიული კოსმეტოლოგიის განყოფილება

               

        2012 წელს იაშვილი-ჯანაშიას კლინიკის ბაზაზე გაიხსნა თერაპიული კოსმეტოლოგიის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი-კოსმეტოლოგი დალი ახვლედიანი. იგი 1997 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ამ სფეროში, მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, რაც დადასტურებულია შესაბამისი სერთიფიკატებით. 2006 წლიდან 2012 წლამდე დალი ახვლედიანი მუშაობდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ. პრაღაში ესთეტიკური მედიცინის ცენტრში, საიდანაც ჩვენი მოწვევით ჩამობრძანდა და ჩაუდგა სათავეში თერაპიული კოსმეტოლოგიის დეპარტამენტს. განყოფილება აღჭურვილია სახისა და სხეულის მოვლის უახლესი ტექნოლოგიებით. ჩვენთან არსებული ყველა აპარატი ფლობს FDA (ამერიკული) და CE (ევროპული) ხარისხის სერთიფიკატს. აქ არაოპერაციული გზით შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები:

        1. ნაოჭების გასწორება ფილერების, მეზოძაფების გამოყენებით;

        2. ნაოჭების გასწორება , აპარატურული პროცედურებით;

       3. ტუჩის გადიდება ფილერების გამოყენებით;

       4. ნიკაპისა და ცხვირის კორექცია ფილერით;

       5. მეზოთერაპია პისტორ-5-ით;

       6. ბიორევიტალიზაცია;

       7. ბიორეპარაცია;

       8. ენდერმოლოგიური ლიპომასაჟი უახლესი LPG აპარატით;

       9. უოპერაციო და უმტკივნეულო კანის დაჭიმვა და ცელულიტის მკურნალობა RF ტრიპოლარის საშუალებით;

       10. სახის ღრმა წმენდა, პიგმენტური ლაქების მოშორება, პილინგი, რეაბილიტაცია უახლესი HYDRAFACIAL-ის აპარატით;

       11. აკნეს მკურნალობა DANNE-ს სისტემით და სხვა...

      თუ თქვენ თვლით, რომ აქ ჩამოთვლილი პროცედურებიდან რომელიმე გჭირდებათ, გვეწვიეთ და მიიღებთ მაღალი დონის მომსახურებას ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალთა გუნდისგან.

        

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად