სერვისები

მთავარიქირურგიული განყოფილებაქუთოთოების პლასტიკა - ბლეფაროპლასტიკა

                               ქუთუთოს პლასტიკა  ბლეფაროპლასტიკა


                    ბლეფაროპლასტიკა - გულისხმობს ზედმეტი კანის ან ჭარბი ცხიმის (ცხიმოვანი თიაქარი) მოცილებას ზედა და ქვედა ქუთუთოდან ქირურგიული ჩარევით. ბლეფაროპლასტიკის საშუალებით ხდება მოშვებული კანის ზედმეტობის მოხსნა ქუთოთოებიდან და ასევე ქვედა ქუთოთოებიდან ცხომოვანი თიაქარის მოცილება, რაც ადამიანს მატებს ასაკს და აძლევს გადაღლილ შესახედაობას.

გასათვალისწინებელია, რომ ბლეფაროპლასტიკა არ ასწორებს თვალის ირგვლივ ნაოჭებს (ე.წ. ბატის ფეხებს) და არ აუფერულებს თვალის ქვეშა სიმუქეს, ასევე არ წევს მაღლა დაშვებულ წარბებს, ამიტომ იმ პაციენტებს , რომლებსაც ხსენებული პრობლემები აქვთ, მოუწევს მოუწევთ სხვა სახის კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარებაც.

                    აღნიშნული ოპერაცია ჩვენს ცენტრში ტარდება ინტრავენური სედაციით, რაც პაციენტისათვის ძალზე კომფორტულია და სხვა ანესთეზიებთან შედარებით ჯანმრთელობისათვის ყველაზე უსაფრთხო ანესთეზიად ითვლება. ოპერაციის ხანგრძლივობა 1,5-2 საათია. პაციენტი ოპერაციიდან 2-3 საათის შემდეგ ეწერება კლინიკიდან.

                    ბლეფაროპლასტიკის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება და აღინიშნება ქუთოთოების შეშუპებით, სისხლჩაქცევებით, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თვალღიაობაც, ეს ყველაფერი დაახლოებით 2 კვირაში ალაგდება და პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად