სერვისები

მთავარიარაქირურგიული განყოფილებაDMK სისტემით სახის და სხეულის კანის მკურნალობა


          კანის მოვლის DMK სისტემა


              იაშვილი-ჯანაშიას კლინიკა გთავაზობთ კანის მოვლის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ მეთოდს – DMK სისტემით. იგი მოიცავს კანის მკურნალობასა და გაახალგაზრდავებას. აღნიშნული სისტემა შექმნა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, ექიმმა და ბიოქიმიკოსმა DANNE MONTAGUE–KING–მა. DANNE–ს მეთოდი 40 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ფართოდ გამოიყენება კანის პრობლემების სამკურნალოდ. მეთოდს საფუძვლად უდევს ფერმენტები, აქედან გამომდინარე მკურნალობის ეს ფორმა ფერმენტოთერაპიის სახელითაა ცნობილი. მკურნალობის პროცესი გამომდინარეობს ფერმენტების თვისებიდან: ჰიდროლიზი და კანქვეშ ბიქიმიური პროცესების გააქტიურება.

             DMK სისტემა ყოველი პროცედურისას 4 პრინციპს მოიცავს:

             1. პათოლოგიის მოხსნას;
             2. აღდგენას;
             3. მიღებული შედეგის გახანგრძლივებას;
             4. სტაბილიზაციას.
             DANNE–ს მეთოდი რამდენიმე სახის ატრამვულ პილინგს იყენებს, ისეთებს როგორიცაა მჟავა, ტუტე და “თხევადი ლაზერი”. იგი საშუალებას იძლევა ვუმკურნალოთ კანის ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა აკნე და პოსტაკნე, პიგმენტაცია, ფერიმჭამელური გამონაყარი, ზედაპირული გაფართოვებული კაპილარები, როზაცეა, ლოკალური ცხიმები, მოდუნებული კანი და სხვა.

              აღსანიშნავია, რომ DMK სისტემით მიღებული შედეგი სტაბილურია. კანის სტრუქტურის მკვეთრი გაუმჯობესება შესამჩნევი ხდება ყოველი პროცედურის შემდეგ და ხანგრძლივად ნარჩუნდება.

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად