სერვისები

მთავარიარაქირურგიული განყოფილებასახის და სხეულის კანის ლიფტინგი მეზოძაფებით

                         ლიფტინგი მეზოძაფებით


                         მეზოძაფები ანუ ტრედლიფტინგი (thread lifting) ნიშნავს ძაფებით ლიფტინგს, რაც ნიშნავს სახის და ტანის ქსოვილების დაჭიმვას სხვადასხვა რელიეფის მქონე ძაფების საშუალებით. მეზოძაფებით თერაპიის დროს ხდება კოლაგენის სინთეზის ენდოგენური რესურსების სტიმულაცია. ამ დროს იქმნება  კოლაგენის ფიქსაციის ფუძე, რომელიც სინთეზირდება ფიბრობლასტებისაგან. ამ დროს მიმდინარეობს კანის ქსოვილის შემკვრივება, საბოლოოდ კი მიიღწევა კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და კანის დაჭიმვის ეფექტი, ე.ი. ფტოზის მკვეთრი შემცირება და რაც მნიშვნელოვანია, ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება (ორი წლის განმავლობაში).

                         მეზოძაფები, ქირურგიული ძაფების იდენტურია, ხოლო შემადგენლობა არის სხვადასხვა. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება პოლიდიოქსანონის ძაფები, რომლებიც ხასიათდება მაღალი ბიოთავსებადობით.  პირველადი ეფექტი 2 კვირაში შეიმჩნევა, ეფექტურობა არის მზარდი და სტაბილური 6 თვის განმავლობაში. პროცედურა არის კომფორტული და უმტკივნეულო, არ საჭიროებს რეაბილიტაციას.უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კოსმეტიკური პროცედურები ამ პროცედურასთან კომბინაციაში შეზღუდული არ არის , უკვე ორი კვირის შემდეგ შეიძლება მათი შესრულება. ლიფტინგის სხვა პროცედურები უფრო აძლიერებს კანის დაჭიმვის ეფექტს. 

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად