სერვისები

მთავარიარაქირურგიული განყოფილებაკონტურული პლასტიკა-ნაოჭების შევსება-კორექცია

                კონტურული პლასტიკა


                        კონტურული პლასტიკა კოსმეტოლოგიაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია,რომელიც იძლევა სწრაფ და სტაბილურ შედეგებს ხანგრძლივი რეაბილიტაციის გარეშე. ამ პროცედურის დროს გამოყენებული პრეპარატების ჯგუფში ყველაზე ფართოდ გამოიყენება ჰიალურონის მჟავა, რომელიც გამოირჩევა უსაფთხოების მაღალი ხარისხით. შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება ბიოსინთეზის გზით მიღებულ ჰიალურონის მჟავას. მნიშვნელობა აქვს პრეპარატში ცილის შემცველობას, რაზეც არის დამოკიდებული რეაქტიულობა და იმუნოგენურობა.

                        ჰიალურონის მჟავის ხანგრძლივობა მოკლევადიანია- 9-დან 18 თვემდე. ჰიალურონის მჟავის უპირატესობა მუდმივ და გრძელვადიან შემავსებლებთან შედარებით, განპირობებულია იმით, რომ ხსენებულ ვადაში იგი სრულად იწოვება, ხოლო მუდმივი და გრძელვადიანი შემავსებლები შეყვანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მიგრირებენ კანში და იწვევენ მეორად დეფორმაციას. შესაბამისად, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა, რაც ზოგჯერ შედეგს არ იძლევა. გარდა ამისა, მუდმივი შემავსებლის არსებობა კანის დაბერებისა და მოდუნების შედეგად კარგავს ვიზუალურ ესთეტიურობას და ზღუდავს ახალი მეთოდების, ინექციებისა და პრეპარატების გამოყენებას.

                          დღეისათვის წარმოდგენილია შემავსებლების(ფილერების) ბოლო თაობა, რომელთა შეყვანისას ჰიალურონის მჟავის გელი ჰომოგენურად ვრცელდება დერმაში, ამასთანავე ინარჩუნებს მოცულობით თვისებას, ამიტომ იქმნება შევსების ნატურალური ეფექტი, რომელიც შედარებით ხანგრძლივად ნარჩუნდება. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ღრმა  ნაოჭების შესავსებად(მაგ. ცხვირ-ტუჩის ნაოჭი), ტუჩის, ცხვირის და ნიკაპის ფორმისა და მოცულობის კორექციისათვის, სახის კონტურის კორექციისათვის.

                           რაც შეეხება წვრილი ნაოჭების კორექციას(თვალისა და ტუჩის ირგვლივ, ასევე ყელისა და დეკოლტეს მიდამოში), ხორციელდება დაბალი სიმკვრივის ჰიალურონის მჟავით(ბუსტერით).

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად