სერვისები

მთავარიქირურგიული განყოფილებამუცლის დაჭიმვა - აბდომინოპლასტიკა

                      აბდომინოპლასტიკა



                  აბდომინოპლასტიკა  საკმაოდ ეფექტური ოპერაციაა მოდუნებული და გამოცეული მუცლის კორექციისათვის ამ ოპერაციის დროს ამავდროულად ხდება ჭარბი ცხიმის მოცილებაც და კანის დაჭმივაც. აღნიშნული ოპერაციის შემდომ, ბოქვენის არეში რჩება ნაწიბური, რომლის სიგრძე დამოკიდებულია პირვანდელი მუცლის სიდიდეზე, თუმცა ეს ნაწიბური ნაზი და ნაკლებად შესამჩნევი იქნება, მაგრამ იგი დამალულია და არ ჩანს საცურაო კოსტიუმის ქვეშაც კი. საჭიროების მიხედვით, აბდომინოპლასტიკა შეიძლება იყოს სრული (ჭიპის გადატანით) და მინი - აბდომინოპლასტიკა. კონკრეტულად რომელი ჩარევა სჭირდება პაციენტს, წყდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

                  ოპერაციის შემდგომ პაციენტს ევალება 6 კვირის განმავლობაში ატაროს სპეციალური ბანდაჟი.

                 ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიით და გრძელდება 3-4 საათი. ოპერაციის დამთავრებიდან რამდენიმე საათში პაციენტი გაეწერება კლინიკიდან და  ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2 კვირის შემდეგ, თუმცა აქვს ექიმის მითითებები რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს.

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად