სერვისები

მთავარიქირურგიული განყოფილებასახის კანის ლიფტინგი-რითიდექტომია(დაჭიმვა)

                       სახის კანის ლიფტინგი-რითიდექტომია (დაჭიმვა) 



                შუბლის, წარბების და სახის დაჭიმვა (ლიფტინგი), ყელის დაჭიმვა (ტრადიციული მეთოდებით) 


               ასაკის მატებასთან ერთად, დუნდება სახის კანის კუნთები, კანი კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, სახე თანდათან  „ეშვება“, ვითარდება ფტოზი. ადამიანი გამოიყურება დაღლილად, მოწყენილად. ადვილი შესამჩნევია ასაკი. ამ პრობლემის მოგვარება კი შეიძლება პლასტიკური ქირურგიის დახმარებით. შესაძლებელია გამოსწორდეს  განსაკუთრებით შესამჩნევი ნიშნები - გასწორდეს გარკვეული ნაოჭები, ნაწილობრივ „აიწიოს“ სახე. იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს, შეიძლება გაკეთდეს მთლიანად სახის და ყელის დაჭიმვის ოპერაცია, ე.წ. „ფეისლიფტინგი" (სახის აწევა), ან გაკეთდეს ნაჭილობრივ, შუბლის, სახის ზედა, შუა და ქვედა მესამედის, ან ყელის დაჭიმვა.

               ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ გამოიყურება პაციენტი ოპერაციის წინ, რა მდგომარეობაშია მისი კანი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ოპერაციულ ტექნიკას, კეთდება რამდენიმე მოკლე განაკვეთი. შეხორცების შემდეგ ნაწიბურების შემჩნევა ძნელია.

               ოპერაცია ტარდება ინტრავენური სედაციითა და ადგილობრივი გაუტკივარების კომბინირებით. ოპერაციის მოცულობის  მიხედვით, შეიძლება გაგრძელდეს 1, 5- დან 5 საათამდე. ოპერაციის შემდეგ სახე შეშუპებულია, აღინიშნება საისხლჩაქცევები, სრულ რეაბილიტაციას სჭირდება 1-1,5 თვე.

              ოპერაციის შედეგი ნარჩუნდება 6-8 წლის განმავლობაში.  შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციის ცალკეული ეტაპის გამეორება, რაც გაცილებით ადვილია პაციენტისათვის.

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად