სერვისები


     რინოპლასტიკა

                     რინოპლასტიკა სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას. სწორედ მის ფორმაზე და ზომაზეა დამოკიდებული სახის ძირითადი პროპორციები. ცხვირის პლასტიკური ოპერაციის წარმოებისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას როგორც ესთეტიკური მხარე, ასევე მისი ფუნქციონალური მკურნალობა. ხშირად ცხვირის ძგიდე გამრუდებული, ან ნიჟარებია ჰიპერტროფიული (გადიდებული). ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რაც პაციენტს დისკომფორტს უქმნის და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შემთხვევაში საჭიროა ესთეტიკურ პლასტიკასთან ერთად ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული პლასტიკის ჩატარებაც (სეპტოპლასტიკა) და ნიჟარების დაპარატავება. სამივე აღნიშნული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში ერთდროულად შეიძლება გაკეთდეს. ცხვირის ფორმის შეცვლა და გალამაზება მარტო კეხის მოხსნას არ გულისხმობს ამ დროს აუცილებელია სახის არსებული სიმეტრიების ინდივიდუალური გაანგარიშება და მის მიხედვით მოქმედება.

                     ცხვირი სახის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს და მისი ფორმის შეცვლა, სიმეტრიების ზუსტი დაცვა და შერჩევა, ძირითადი და წამყვანი მომენტია. იგი ჰარმონიულად უნდა ჩაჯდეს სახის სხვა ნაწილებთან  და არშეიძლება იყოს სტანდარტული ყველა სახისთვის, თუნდაც ძალიან ლამაზი ფორმის. სასურველია პაციენტს არ ემჩნეოდეს ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის კვალი. ცხვირი კი არ უნდა მოერგოს ოპერაციას, არამედ ოპერაციული ტექნიკა უნდა მოერგოს ცხვირს. აღნიშნული მიდგომით ჩატარებული ოპერაცია ყოველთვის შედეგიანი იქნება. ამას ადასტურებს ჩვენს ცენტრში ჩატარებული საკმაოდ მრავალი წარმატებული ოპერაცია. რინოპლასტიკის და სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:

                  1. რინოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ არის). ეს მიიღწევა ინტრავენური სედაციით; 
                 2 .ოპერაციის შემდომ პერიოდში, თუნდაც ძგიდეზე წარმოებული ნებისმიერი ჩარევისას, ნესტოებში არ თავსდება არც ტამპონი და არც სილიკონის მილი; 
                3. სისხლდენას, როგორც ოპერაციის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში, ადგილი არ აქვს; 
                4. თაბაშირი იხსნება ოპერაციიდან 5-6 დღის შემდეგ და მისი დადება ძილის დროსაც კი აღარ არის საჭირო; 
                5. ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები ქუთუთოებსა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაიწოვება 7-10 დღეში.
10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.
                რინოპლასტიკის შემთხვევაში, ასაკის ზედა ზღვარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქვედა ზღვარი კი უნდა იყოს 16 წელზე ზევით.

           

           სეპტოპლასტიკა 


               პაციენტთა უმრავლესობას ტრამვის მიღების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, უვითარდებათ ძგიდის დეფორმაცია. ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რაც პაციენტს დისკომფორტს უქმნის  და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შემთხვევაში საჭიროა ძგიდის აღდგენითი- რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარება (სეპტოპლასტიკა).

სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:

                1. სეპტოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ არის). ეს მიიღწევა ინტრავენური სედაციით; 
               2. ოპერაციის შემდომ პერიოდში  ნესტოებში არ თავსდება არც ტამპონი და არც სილიკონის მილი; 
               3. სისხლდენას, როგორც ოპერაციის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში, ადგილი არ აქვს; 
               4. ოპერაციის დაახლოებითი ხანგრძლივობა 1,5-2 სააათია; 
               5. ოპერაციის შემდგომი პლასტირი იხსნება ოპერაციის დღიდან 5-6 დღეში და შემდგომში აღარ გამოიყენება. დახურული მეთოდით სეპტოპლასტიკის წარმოებისას, პლასტირი საერთოდ არ განთავსდება ცხვირზე.   10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს.
ოპერაციის დამთავრების შემდეგ პაციენტი დაყოვნებული იქნება პოსტოპერაციულ პალატაში და გაიწერება სახლში 1-2 საათის შემდეგ.
              სეპტოპლასტიკის შემთხვევაში ასაკის ზედა ზღვარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქვედა ზღვარი კი უნდა იყოს 16 წელზე ზევით.

                 



             ნიჟარების დესტრუქცია (ელექტროკოაგულაცია) 


                   პაციენტთა უმრავლესობას ხშირად ექმნება სუნთქვის პრობლემები, რომელიც შეიძლება  გამოწვეული იყოს  ორივე ქვედა ნიჟარის  ლორწოვანის ჰიპერტროფიით (ანუ ნიჟარების გადიდებით). ეს პაციენტს უქმნის დისკომფორტს და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს ორივე  ქვედა ნიჟარის დესტრუქცია(ნიჟარების ქსოვილის შიდა ელექტროკოაგულაცია, დაპარატავება).

                   ნიჟარების დესტრუქციის წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:

                  1. ნიჟარების ელქტროკოაგულაცია ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდში (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ არის). ეს მიიღწევა ინტრავენური სედაციით; 
                2. ნიჟარების ელექტროკოაგულაციის დროს, ნესტოებში არ თავსდება არც ტამპონი და არც სილიკონის მილი.
ოპერაციის დაახლოვებითი ხანგრძლივობა 30-45 წუთია; 
                3. 5-6 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს; 
ოპერაციის დამთავრების შემდეგ პაციენტი დაყოვნებული იქნება პოსტოპერაციულ პალატაში და გაიწერება სახლში 1 საათის შემდეგ.

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად