სერვისები

           მეზოთერაპიის მეთოდი 


                 ასაკთან ერთად ადამიანის კანი კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივესა და ტონუსს, მცირდება ბიოქიმიური რეაქციის სიჩქარე და ბიოქიმიური კომპონენტების შემცველობა, უარესდება სისხლის მიკროცირკულაცია. გარდა ამისა ასაკთან ერთად მიმდინარეობს დერმისა და ეპიდერმისის ატროფია, ეპიდერმისის რქოვანა შრის შესქელება. მეზოთერაპიის პრინციპით – „ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას“, ინტრადერმალური ინექციები კანის სტრუქტურის რეგენერაციის საშუალებას იძლევა, ხოლო მეზოლიფტის დროს გამოყენებული პრეპარატები კანის ბიოლოგიური აქტივობის აღდგენის საშუალებაა. პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე. ჰიდროლიფტი არის ახალი შესაძლებლობა კოსმეტოლოგიური პრობლემების დროს, კერძოდ დეჰიდრატაციის დროს ხანგრძლივი ჰიდრორეზერვის შესაქმნელად. პრეპარატი განსაძღვრულია კანის ღრმა ჰიდრატაციისათვის, სიმკვრივის, ბიოლოგიური წონასწორობის და ელასტიურობის აღსაგენად. პროცედურა რეკომენდირებულია ასევე ახალგაზრდა ასაკში, როცა პაციენტებში აღინიშნება ნაადრევი დაბერება,სტრიები, პრობლემური და ცხიმიანი კანი. მეთოდი გამოიყენება, როგორც სახის კანის, კისრის, ასევე ხელებისა და დეკოლტეს მიდამოში. მეზოთერაპიის მეთოდით შესაძლებელია ცელულიტის მკურნალობაც.

            მეზოთერაპია არის პრობლემურ ზონაზე პრეპარატის მიკროდოზებით შეყვანის ტექნიკა მეზოდერმაში (კანის სიღრმეში). ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მეზოთერაპიულ პროცედურას ბოლო თაობის ინჟექტორის, PISTOR-5-ის, გამოყენებით. აღნიშნული ხელსაწყო პროცედურას მაქსიმალურად უმტკივნეულოსა და ატრამვულს ხდის, სიზუსტით განსაზღვრავს ინექციის სიღრმესა და დოზას, რაც პაციენტს უქმნის მაქსიმალურ კომფორტს.

            მეზოთერაპიის მეთოდი აღიარებულია 1987 წელს საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის მიერ და მას მერე ფართოდ გამოიყენება ესთეთიკური მედიცინის სფეროში ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: მოდუნებული კანი, ნაოჭები, ჰიპერპიგმენტაცია, პოსტაკნე, ლოკალური ცხიმები, ცელულიტი, სტრიები, ნაწიბურები, გაფართოებული ზედაპირული კაპილარები და ა.შ. გარდა ამისა მეთოდი გამოიყენება თმის ცვენისა და თმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

            მეზოთერაპია არ გამოიყენება მწვავე ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს, მაგალითად: ჰერპესის, მწვავე ფორმის აკნეს, გულსისხლძარღვთა პათოლოგიის, ნეფროპათიის ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლსა და თირკმელებში კენჭოვანი დაავადების დროს, ონკოლოგიური, ფსიქიკური დაავადებების, სისხლის შედედების დარღვევისა ან ანტიკოაგულანტების მიღებისას, კელოიდური და ჰიპერტროფიული ნაწიბურების, ალერგიული დაავადებებისა და კარდიოსტიმულატორის არსებობის დროს.

            მეზოთერაპიული კურსი სახეზე მოიცავს სამ ეტაპს:

           1) კვირაში ერთხელ 5-7 პროცედურა; 
           2) 14 დღეში ერთხელ 2 პროცედურა; 
           3) თვეში ერთხელ 1 პროცედურა. 
           

           მეზოთერაპიული კურსი ტანზე შეადგენს ორ ეტაპს: 

           1) კვირაში ერთხელ 7-10 პროცედურა; 
           2) 14 დღეში ერთხელ 2 პროცედურა. 


სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად