სერვისები

მკერდის აუგმენტაცია

               მკერდის აუგმენტაცია ცნობილია, როგორც მამოპლასტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კეთდება იმპლანტის საშუალებით. ეს ოპერაცია  აძლევს პაციენტს საშუალებას ჰქონდეს სასურველი მკერდის ფორმა და ზომა, რომელსაც ირჩევს ქირურგის კონსულტაციის დახმარებით. ეს პრობლემა ქალებს ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ დიდი წონის დაკლების, ფეხმძიმობის ან მკერდის განუვითარებლობის გამო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს მარტივად უმკლავდება მკერდის აუგმენტაციური მეთოდი, რაც აძლევს ქალის ფიგურას პროპორციულობას და ესთეტიკურ სილამაზეს, რაც შემდგომში ქალებში ბადებს თვითდაჯერებულობისა და სიამაყის გრძნობას.

               მკერდის აუგმენტაციის ოპერაცია ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში და ტარდება ზოგადი ანესთეზიით. მკერდის სილიკონის იმპლანტები მრავალნაირია, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებთ თანამედროვე ტიპის მოდელებს, რომელიც სავსეა  სილიკონის ჟელეთი, რაც აძლევს მას ბუნებრივ ანატომიურ ფორმას. ნებისმიერ შემთხვევაში, იმპლანტისადმი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ის იყოს ორგანიზმისთვის მაქსიმალურად შეთავსებადი და ოპტიმალურად მიახლოვებული ანატომიურ ფორმებთან. ოპერაციისთვის საჭირო განაკვეთი კეთდება შეუმჩნეველ ადგილას, დვრილის ირგვლივ, მუქ და ღია ფერის კანის საზღვარზე (არეოლას ირგვლივ), რათა ნაიარევი  შესამჩნევი არ იყოს. უფრო დეტალურ ინფორმაციას, თქვენს სურვილებსა თუ შედეგებზე გაარკვევთ ექიმთან კონსულტირების დროს.

მკერდის აწევა, რეკონსტრუქცია

               დროთა განმავლობაში, ქალის მკერდი  იცვლის ფორმას და კარგავს ახალგაზრულ იერს, ვითარდება მკერდის დაშვება (ფტოზი). ასეთ შემთხვევაში ტარდება მასტოპექსიის ოპერაცია – კანის ზედმეტობის მოხსნა და დვრილის მაღალ პოზიციაზე დაფიქსირება.

ეს ოპერაცია არ მოიცავს მკერდის ზომაში მომატებას. თუ თქვენ გაქვთ დაშვებული მკერდი და თან თვლით, რომ იგი პატარაა ზომაში და გსურთ უფრო დიდი მკერდის ზომა გქონდეთ, შესაძლებელია მასტოპექსიის ოპერაციასთან ერთად გაიკეთოთ აუგმენტაციაც, რაც თქვენ მკერდს მისცემს სასრუველ ფორმასა და ზომას.

მასტოპექსიის ოპერაციის ხანგრძლივობა 2-3 საათია და მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით.

მკერდის დაპატარავება

             მკერდის სიდიდემ შესაძლებელია ქალბატონებში გამოიწვიოს ჯანმრთელობისა და ემოციური პრობლემები. ასეთ შემთხვევაში მკერდის წონა ხშირად ქალბატონებს უქმნის დისკომფორტს და უზღუდავს მათ ცხოვრების აქტიური რიტმს.

ეს ოპერაცია ცნობილია, როგორც მკერდის დაპატარავების ოპერაცია – ცხიმისა და კანის ზედმეტობის მოხსნა.  პროცედურის შედეგად  პაციენტი იღებს მკერდის დაპარატავებულ ფორმას, რომელიც პირდაპირპროპორციულად ჯდება პაციენტის ტანის სხვა კონტურებთან  მიმართებაში და უხსნის მას მკერდის სიმძიმისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

             მკერდის დაპატარავების ოპერაცია ხანგრძლივობა 2-3 საათია და მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით.

სხვა სერვისები

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად