ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდიგიორგი სიმონიშვილი

გიორგი სიმონიშვილი

მედიცინის დოქტორი 40 წელზე მეტი გამოცდილებით აღდგენით ქირურგიაში

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ასპირანტურა გაიარა ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1975 წლიდან 1984 წლამდე მუშაობდა დამწვრობის ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1984 წლიდან ამავე ცენტრში რეკონსტრუქციულ-აღდგენით განყოფილების გამგედ.

2010 წლიდან მუშაობს იაშვილი-ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიულ ცენტრში პლასტიკოს ქირურგად.

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად