ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდიპაატა ჯანაშია

პაატა ჯანაშია

კლინიკის ხელმძღვანელი და პლასტიკოსი ქირურგი

კლინიკის ხელმძღვანელი და პლასტიკოსი ქირურგი, ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი. იგი არის საქართველოს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ამავე წლიდან მუშაობდა თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში – ქირურგად. 1997 წლიდან მუშაობს პლასტიკური ქირურგიის იაშვილი–ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ცენტრის ხელმძღვანელად.

სტაჟირება

პლასტიკურ ქირურგიაში - კალიფორნია (აშშ) "Santa Clara Valley Medical Center" SABIT;

ვაშინგტონი (აშშ) Washington DC SHLOMO WIDDER M.D.P.A. Cosmetic & Plastic Surgery Center John L. Nicholson M.D. - Aesthetic & Reconstructive Surgery Clinic;

სისტემატურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი დაარსდა 1996 წელს, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე. ეს გახლავთ სტაციონარი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის ტექნოლოგიით. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების მოთხოვნებს. ვრცლად